სამი ქვეყნის ლიდერის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერები კემპ დევიდში სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ და დაგმეს ჩინეთის „საშიში და აგრესიული ქცევა“ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ბაიდენის ადმინისტრაციამ სამიტი გამართა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან და იაპონიის პრემიერ-მინისტრთან ერთად, რათა შეექმნა ერთიანობის განცდა ჩინეთის მზარდი ძალაუფლებისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხეების წინაშე. შეთანხმების თანახმად, სამივე ქვეყანა ვალდებულია კრიზისების დროს დაუყოვნებლივ გაიაროს კონსულტაცია ერთმანეთთან და რეაგირება მოახდინოს რეგიონულ გამოწვევებზე, პროვოკაციებსა და საფრთხეებზე, რომლებიც გავლენას ახდენს საერთო ინტერესებზე. „რაც შეეხება სახიფათო და აგრესიულ ქცევას, რომელიც მხარს უჭერს უკანონო საზღვაო პრეტენზიებს, რომელსაც ახლახან შევესწარით ჩინეთის მხრიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, შეიცვალოს სტატუს კვო ქვეყანაში, ინდო-წყნარი ოკეანის წყლებში“ – ნათქვამია განცხადებაში.