„დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ – ბრიუსელსა და სტრასბურგში გამართულ შეხვედრებს აჯამებენ. სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მთავარი აქცენტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე გააკეთეს. მათ კონკრეტული გეგმაც წარმოადგინეს, თუ როგორ უნდა შესრულდეს 12 პუნქტი. მათივე განცხადებით, ერთადერთი შემაფერხებელი ამ პროცესში „ქართული ოცნებაა“. ისინი გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავენ.