ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ბრძოლა გრძელდება, აცხადებენ სამი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაში. „დროა“, „გირჩი – მეტის თავისუფლებისთვისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრების თქმით, საბოლოო გამარჯვებისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, მათივე შეფასებით, ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთ ბარიერად სწორედ „ქართული ოცნება“ რჩება. გეგმებთან დაკავშირებით, ისინი კონსულტაციებს იწყებენ როგორც ოპოზიციასთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.