„სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი“ მორიგ განცხადებას ავრცელებენ. „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის პროდასავლური კურსის მიზანმიმართული საბოტაჟის შედეგად, საქართველომ შესაძლოა, დასავლელი პარტნიორების მიერ გამოყოფილი ათეული მილიარდი დახმარება დაკარგოს, რაც ჩვენი თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება, – ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ წერილში.
სამ ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ „შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარებების შედეგია, საქართველომ 90-იანი წლების დანგრეული ქვეყნიდან აღდგენა რომ შეძლო“. “ამერიკამ ჩვენ ქვეყანას ექვს მილიარდ დოლარზე მეტი აჩუქა, ათასობით სტუდენტს დასავლური განათლების უფასოდ მიღების საშუალება მისცა, საქართველოში განათლების სისტემის განვითარებაზე ასეულობით მილიონის ფულადი რესურსი გამოყო და უდიდესი წვლილი შეიტანა პოლიციელების და ჯარისკაცების პროფესიულ განვითარებაში. არანაკლებია ევროპული კავშირისა და მასში შემავალი ქვეყნების მხრიდან გაწეული დახმარება საქართველოსთვის“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.