ბათუმში, ერას მოედანზე, ორი დღის განმავლობაში „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით სამეწარმეო მარკეტი იფუნქციონირებს.
ღონისძიება, რომელშიც 70-ზე მეტი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას, მრავალფეროვნებით იქნება გამორჩეული. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა – ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი და სახლის დეკორი.
თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.