საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა. 4 ვაკანტური ადგილის დაკავების სურვილი სულ 14-მა პრეტედენტმა გამოთქვა. შესარჩევმა კომისიამ თითოეულ მათგანს მოუსმინა. აქედან პარლამენტისთვის გადასაგზავნ 12 კანდიდატზე კომისია არჩევანს დღესვე გააკეთებს და საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.
პარლამენტმა ოთხი ახალი მეურვე 6 წლის ვადით უნდა აირჩიოს.