სამეგრელოში საინიციატივო ჯგუფები მოსახლეობას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ეხმარებიან

სამეგრელოში საინიციატივო ჯგუფები მოსახლეობას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ეხმარებიან. სამუშაოების ფარგლებში, მარტოხელა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საცხოვრებელი სახლების სხვენებისა და დამხმარე ნაგებობების შეწამვლა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტების მიერ ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილია საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც შეწამვლის გარდა, საცხოვრებელ ოთახებში, სადაც ქიმიური წამლობა აკრძალულია, ფაროსანასგან დასუფთავების სამუშაოებს ატარებენ.

შესაბამისი პესტიციდებით მუშავდება მიტოვებული შენობა-ნაგებობები. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, რეგიონის ყველა მერს დაევალა, მუნიციპალიტეტში შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მარტოხელა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებში დაეხმარება.