„სამეფო თამაში“- ასე ჰქვია გოგი თორაძის მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრემიერაც საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში გაიმართა. ფილმი ლეგენდარული ქართველი ქალი მოჭადრაკეების შესახებ გვიამბობს. ფილმში ისეთი დოკუმენტური კადრებია გაერთიანებული, რომელთა უმრავლესობაც ფართო საზოგადოებას აქამდე არ უნახავს.