წყალტუბო, „თერმული ქალაქების ასოციაციის“ გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს.
კონფერენციას 15-მდე ქვეყნის 30-მდე წარმომადგენელი ესწრება. განხილვის მთავარი თემა, სამედიცინო ტურიზმის განვითარებაა. სტუმრებმა წყალტუბოს სამკურნალო-სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ სამკურნალო პროცედურებს მინერალური წყლებით.