ზუგდიდში შპს „აფხაზეთიდან“ იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. ექიმები აპროტესტებენ დაწესებულების შერწყმას ტატიშვილის ტრავმატოლოგიურ კლინიკასთან. მათი განცხადებით, დევნილთა პოლიკლინიკის პროფილი არ უნდა შეიცვალოს.
პოლიკლინიკის მედიკოსებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია შეხვდა. თუმცა, როგორც თვითონ აცხადებს, ის არ არის კლინიკების შერწყმის საქმის კურსში, მაგრამ მედიკოსებისა და მათი ბენეფიციარების ინტერესებს დაიცავს.