მედიკოსების გადამზადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში 4 000 სამედიცინო მუშაკს გადაამზადებს.

გაერო-ს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, სპეციალური პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ონლაინ-სწავლების პლატფორმა. მოხდება ექიმების, ექთნებისა და ადმინისტრაციული სამედიცინო პერსონალის სერთიფიცირება. ამირან გამყრელიძის თქმით, ახალი პლატფორმა საგრძნობლად გაამარტივებს გამოცდილების გაცვლისა და პროფესიული კონსულტაციის მიღების პროცესს.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი შვედეთის მთავრობაა. პროექტზე ჯამში 150,000 აშშ დოლარი გამოიყო.

დატოვე კომენტარი