ვაქცინაციის ეროვნული გეგმის განხილვა

საქართველო „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ვაქცინის 20 000 დოზას თებერვალში მიიღებს. ეს იქნება სამედიცინო პერსონალის 10 000 წარმომადგენლისთვის გათვალისწინებული დოზა. მომდევნო ეტაპზე ქვეყანა ბრიტანული „ასტრაზენეკას“ შემოტანას გეგმავს. უკვე მზად არის და მთავრობის მხრიდან დამტკიცებას ელოდება ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა, სადაც გაწერილია ვაქცინის შემოტანის ვადები და ეტაპები, მითითებულია ის რისკჯგუფები, რომლებიც აიცრებიან და აღწერილია ის ინფრასტრუქტურა და პროცედურები, რაც სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმის მქონე ვაქცინების ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის არის საჭირო. პირველ ეტაპზე მოსახლეობის 20%-ის აცრაა დაგეგმილი.

 

დატოვე კომენტარი