გლოვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
2026 წლის 19 ნოემბერს თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების გამო უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან სამი კლინიკებში რჩება, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.