ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ბოლო ერთ დღეში, კოვიდინფიცირების შემთხვევების ნახტომისებური მატებაა. ქვეყანა ყველაზე მძიმე საპროგნოზო მაჩვენებელს, 4 000-იან ნიშნულს უახლოვდება. 19 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 697 ადამიანს დაუდგინდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, კლინიკაში გადაიყვანეს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ჯგუფის ხელმღვანელი თენგიზ ცერცვაძე, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდა. ინფიცირებულთა 37% ახლა ჰოსპიტალიზებულია, ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი ადგილები აღარ არის. ცალკე პრობლემაა ადამიანური რესურსი. სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი.