„აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს“ ორგანიზებითა და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით, გრძელდება სამედიცინო აქტივობების ციკლი „თქვენი ჯანმრთელობისთვის“. აქცია გულისხმობს თბილისსა და რეგიონებში დევნილთათვის მოთხოვნადი სამედიცინო სერვისების უფასოდ მიწოდებას. ამჯერად, აქციის ფარგლებში გლდანში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს სხვადასხვა სამედიცინო პროფილის ექიმებმა. ბენეფიციარებმა ისარგებლეს ასევე ზოგადი ექოსკოპიური გამოკვლევებით. სამედიცინო აქტივობების ციკლის ,,თქვენი ჯანმრთელობისთვის” პირველი ღონისძიება წყალტუბოში გაიმართა, სადაც 200-ზე მეტ ბენეფიციარს მიეწოდა უფასო სამედიცინო სერვისები. სამედიცინო აქტივობების ციკლი გაგრძელდება და ეტაპობრივად გაიმართება სააგენტოს მართვაში არსებულ 12-ვე პოლიკლინიკაში.