„სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები“ – მესტიაში ამ სახელწოდების სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ეთნოგრაფის, პუბლიცისტის, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწის, ბესარიონ ნიჟარაძის ხსოვნასა და მის 170 წლის იუბილეს მიეძღვნა.
სასულიერო მოღვაწეობასთან ერთად, იგი აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებთან და აქვეყნებდა სტატიებს თავისუფალი სვანის, ბესარიონ სვანისა და სვანის ფსევდონიმებით. ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი ანსამბლისა და თეატრის მიერ სხვადასხვა წარმოდგენები გაიმართა.