სამძებრო სამუშაოების მეოცე დღე

სანამ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიების ოფიციალური ვერსია ცნობილი გახდება, შოვში ძებნის ოპერაცია 20 დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

დღეს მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, შესაბამისად სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა უკვე 29-მდე გაიზარდა. ოთხ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. პარალელურად დღეს დაკრძალეს სამი მოქალაქე, რომელთა ცხედრები ქუთაისიდან სოფელ ლაგვანთაში გუშინ გადაასვენეს.

ამ დრომდე სტიქიის ზონაში მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი.