ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოები. მაშველები სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სოფელ ჯოჭოში იმყოფება რამდენიმე ათეული მაშველი, მუშაობს მძიმე ტექნიკა.
შეგახსენებთ, რომ ჩამოწოლილმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლი და ოჯახის სამი წევრი მთლიანად გაანადგურა. მიწის მასაში მოყვა მსუბუქი ავტომობილიც, სადაც ორი პირი იმყოფებოდა.
მერაბ წულუკიძე მუშაობს ადგილზე და ბოლო ინფორმაციას ხელვაჩაურიდან ახლა სწორედ ის მოგვაწვდის.