ჰავაიზე მასშტაბური ხანძრებიდან ორი კვირის შემდეგაც, სტიქიის დროს დაკარგულებს ეძებენ.
ამ დრომდე ვერ ხერხდება 850 ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენა. კუნძულ მაუიზე სტიქიიდან მე-14 დღეს ჩავიდა ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც ადგილობრივებს დახმარებას დაპირდა. კუნძულის მოსახლეობის ნაწილი მომხდარი სტიქიის დროს, სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციის ქმედებებს აკრიტიკებს. ადგილობრივებისთვის, ჯერ კიდევ გაუგებარია, რატომ არ ჩართეს ხანძრების დროს გამაფრთხილებელი სიგნალი. ზოგიერთი მოქალაქე კი აცხადებს, რომ დამწვარი სახლებისა და მიწების ყიდვას მსხვილი დეველოპერები აქტიურად ცდილობენ.
რა ხდება ჰავაის სამეფოს ძველ დედაქალაქ ლაიჰანაში, რომელიც ხანძარმა თითქმის სრულად გაანადგურა, ლევან ახალაია გიამბობთ.