სამძებრო სამუშაოები

27 წლის მამაკაცს ეძებენ კასპის მუნიციპალიტეტში.

ლაშა რევაზიშვილი სახლიდან სამი დღის წინ გავიდა და მას შემდეგ ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ აქვს. სამძებრო სამუშაოებში არიან ჩართული მაშველები, კინოლოგები და სამართალდამცავები. ოჯახის ინფორმაციით, დაკარგული გუშინ მეზობელ სოფელში დაინახეს ისინი ძიების პროცესში დრონების ჩართვას ითხოვენ. შსს ინფორმაციით სამძებრო სამუშაოები ყველა საჭირო მიმართულებით მიმდინარეობს.