სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.
ფართოვდება ძებნის არეალი. სპეციალური განათებებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნის ღონისძიება
მთელი ღამის განმავლობაში. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული, მათგან 14 იდენტიფიცირებულია. ამ დრომდე ეძებენ 16 მოქალაქეს.