აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი კაცის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილია მისი მეუღლეც. ის მაშველებმა მეწყერში ასევე ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. ამ დროისთვის, გრძელდება მათი არასრულწლოვანი შვილის სამძებრო სამუშაოები. მანამდე მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ორი ადამიანი, ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
სტიქიის ზონაში მუშაობს მერაბ წულუკიძე და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის.