თუშეთიდან 40-მდე მოქალაქე და ტურისტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენების დახმარებით, ბარში ჩამოიყვანეს. ვერტმფრენებით მოქალაქეების გადმოყვანა თელავის აეროპორტში განხორციელდა.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთის დაზიანების შედეგად, მაღალმთიანი დასახლება გარესამყაროს მოწყდა, რის გამოც ადგილობრივები და ტურისტები მთაში ჩარჩნენ. დანარჩენი კიდევ 40 მოქალაქისა და ტურისტების გადმოყვანა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენით იგეგმება, თუმცა, როგორც კახეთის გუბერნატორმა განაცხადა, ფრენების განხორციელება ამინდზეა დამოკიდებული.