„თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში“ – ამ სახელწოდებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის პრეზენტაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამართა. პროექტის მთავარი მიზანი, 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების ფართომასშტაბიანი და დამოუკიდებელი მონიტორინგის ჩატარებაა. ასევე საარჩევნო პროცესებში ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ნდობის კულტურის გაძლიერება. პრეზენტაციაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა არჩევნების სადამკვირვებლო მისიაზე, საინფორმაციო კამპანიებსა და ინიციატივებზე, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის კონსტრუქციული დიალოგის გასაძლიერებლად არის შექმნილი.