„სამართლიანი არჩევნების“ განცხადება

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, კვლევის შედეგად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ გენდერულ სტატისტიკასთან მიმართებით ცდომილება დაფიქსირდა. ნინო დოლიძის განცხადებით, არსებობს საარჩევნო უბნები, სადაც მამაკაცთა აქტივობა უფრო მაღალია, ვიდრე უბანზე რეგისტრირებულ საარჩევნო სიაში მამაკაცი ამომრჩევლის რაოდენობა. მათი განმარტებით, ცესკო-დან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად, გარკვეულ უბნებზე, ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის რაოდენობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს გამორიცხულ, ან არაბუნებრივ მახასიათებლებს. ისფედის წევრების თქმით, აღნიშნული ცდომილებები მანიპულაციების საშუალებებს იძლევა და მოუწოდებს პროკურატურას დაინტერესდეს მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით.