სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავეს

დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავეს სამართალდამცველებმა. მათ ბრალი ედებათ სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების არაერთგზის ქურდობაში.

დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ერთ- ერთი დაკავებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.

პოლიციამ სამივე ბრალდებული თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, იმ დროს აიყვანა, როდესაც ისინი მოქალაქის კუთვნილ მოპედს იპარავდნენ.

სამართალდამცველებმა მოპარული ნივთებიც ამოიღეს. მიმდინარეობს ნაქურდალი სატრანსპორტო საშუალებების და ავტომობილების ნაწილების კანონიერ მფლობელთა ვინაობის დადგენა.

სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.