სამართალდამცველები საქართველოს პირველი არხის ოპერატორს კითხავენ

სამართალდამცველები საქართველოს პირველი არხის ოპერატორს კითხავენ.

გამოძიება ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო. ბათუმში კომპანია „გრანდ სიტის“ სამშენებლო ობიექტზე დღეს ლიფტი ჩაწყდა, შედეგად, ოთხი პირი დაშავდა.

ადგილზე შემთხვევის გასაშუქებლად მისულ საქართველოს პირველი არხის ჯგუფს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვები ესროლეს. ნასროლი ქვა ჩვენს ოპერატორს თავში მოხვდა და დაშავდა.

თემის დეტალები „მოამბეში“.