რამდენიმედღიანი დავის შემდეგ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა ისევ ძველი ტარიფით იქნება შესაძლებელი.
სპეციალურად შექმნილ დროებით კომისიას ახლა სამი კვირა აქვს იმისთვის, რომ საკითხი შეისწავლოს და მგზავრობის ფასი დაადგინოს. სწორედ მის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, რა ეღირება მომავალში რუსთავიდან თბილისში და პირიქით მგზავრობა. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა რუსთავის საკრებულოში ხმაურიანი სხდომა, რომელსაც პროცესში ჩართული ყველა მხარე ესწრებოდა.
თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ავტონაწილებზე ფასების მატების გამო სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა მგზავრობის ფასი 1 ლარიდან და 50 თეთრიდან ორ ლარამდე გაზარდეს.
არ არის გამორიცხული, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მომავალში რუსთავი-თბილისის მიმართულებით ალტერნატიული სატრანსპორტო ხაზების ამოქმედებაზე დაიწყოს ფიქრი.