საერთო სამაგისტრო გამოცდები გრძელდება.
ბათუმში საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. აპლიკანტებს უტარდებათ თერმო-სკრინინგი. სავალდებულოა პირბადის გაკეთება. საგამოცდო ოთახებში აპლიკანტებისთვის სამუშაო მაგიდები შესაბამისი დისტანციის დაცვითაა განლაგებული.