გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა. მას სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ.
ერთობლივი განცხადებები გაკეთდა მედიისთვისაც.