სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტს უმასპინძლა

გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა. მას სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა.

ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ.

ერთობლივი  განცხადებები გაკეთდა მედიისთვისაც.

 

დატოვე კომენტარი