პოლიტიკური შეფასებების თემაა სალომე ზურაბიშვილის „ქართული ქარტიის“ გარშემო მიმდინარე პროცესები. ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ნაწილს მიაჩნია, რომ ტექნიკური მთავრობის წინასწარ, არჩევნებამდე დაკომპლექტება – არასწორია. ასე ფიქრობენ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობასა“ და „კოალიცია – ძლიერ საქართველოში“, სადაც სალომე ზურაბიშვილის დოკუმენტის სულისკვეთებას ერთგულებას უცხადებენ, თუმცა მკაფიოდ განმარტავენ, რომ არჩევნებამდე კონცენტრაცია მხოლოდ არჩევნებზე უნდა იყოს მიმართული და ახლა წინასწარ თანამდებობებზე კანდიდატების წარდგენის დრო არ არის. ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვს ოპოზიციის მეორე ნაწილს. სახელისუფლებო გუნდი კი სალომე ზურაბიშვილის ქარტიის შესაძლებლობებს არასერიოზულად უყურებს და ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატს – ნიკა გილაურს აკრიტიკებს.