სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას ოპონენტები აფასებენ
სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას აფასებენ მისი ოპონენტები. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატები მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილი რეალურად დამოუკიდებელი კანდიდატი არ იქნება და მას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გარეშე ნულოვანი შედეგის მიღწევის შანსი აქვს.
თავად „ქართულ ოცნებაში“ ამ დრომდე არ აკონკრეტებენ, დაუჭერენ თუ არა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს. მმართველ გუნდში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს იმის თაობაზე, პარტიის მხარდაჭერა რომელ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს ექნება.