სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა. საჩივარს უფლებამოსილი პირი სამი დღის ვადაში დაარეგისტრირებს, შემდეგ კი მას პლენუმი განიხილავს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პრეზიდენტის სარჩელთან დაკავშირებით თავდაპირველად ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა ბრიფინგზე განაცხადა – აღნიშნულის მოტივად კი სადავო კანონის კონსტიტუციასთან, კერძოდ კი კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შეუსაბამობა დაასახელა. გიორგი მსხილაძის თქმით, კანონის არაკონსტიტუციურობიდან გამომდინარე, აგრეთვე გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც მისივე თქმით, ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებები. სარჩელს კანონის წინააღმდეგ ამზადებს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორიც, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილს ქმედებებს იწონებენ. რაც შეეხება სახელისუფლებო გუნდს – „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ სალომე ზურაბიშვილის ბრძოლას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას უწოდებს.