სალომე ზურაბიშვილის პოზიცია - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი, ქვეყნებს შორის გაფორმებული სტრატეგიული ხელშეკრულება და განაწყენებული პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის მორიგი პრეტენზია სახელისუფლებო გუნდის მისამართით. პრეზიდენტის განცხადებით, მას მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა და ვერც მისი პირადად მასპინძლობა შეძლო.

ზურაბიშვილს დღეს „ქართულ ოცნებაში“ უპასუხეს, პროტოკოლი შეახსენეს და კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ საქართველო-სომხეთის ეკონომიკური კომისიის ფორმატი პრემიერ-მინისტრების ჩართულობას ითვალისწინებს. ოპოზიციის ერთი ნაწილი სალომე ზურაბიშვილის პოზიციას იზიარებს, მეორე ნაწილისთვის კი სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირება არადამაჯერებელია.

ნათია ქენქაძის რეპორტაჟი.