სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ Deutsche Welle-სთან

არსებული პოლიტიკური ვითარება, პრეზიდენტის უფლებამოსილებები და გეგმები ამ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, – ამ თემებზე სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ 25-წუთიან ინტერვიუში ისაუბრა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა გერმანულ მედიასაშუალებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება საკმაოდ რთულ ვითარებაში, თავდასხმების ფონზე მოუხდა.

ინტერვიუს მსვლელობისას სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემაზეც და თქვა, რომ არსებული ვითარების შეცვლა მხოლოდ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციით არის შესაძლებელი.