სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა და პარტიების პასუხი

25 საათი სალომე ზურაბიშვილის მიმართვიდან – ქარტიაზე ხელმომწერი ოთხივე სუბიექტის ფაქსიმილე ჯერ ისევ დოკუმენტზეა. პარტიები ამბობენ, რომ პრეზიდენტის შეთავაზებული ქარტიის ყველა პრინციპის ერთგულნი არიან – თუმცა, რჩება „მაგრამ“… ხელმომწერთა ნაწილი დღეს აცხადებდა, რომ ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა მხოლოდ არჩევნებისა და ფართო საზოგადოების ჩართულობის შემდეგ უნდა გასაჯაროვდეს. პრეზიდენტის მიერ არჩევნებამდე დროებითი მთავრობის შემადგენლობის დასახელებას სრულად მხოლოდ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ეთანხმება. ტოვებს თუ არა პარტიებისთვის ინტერპრეტაციისთვის სივრცეს კოალიციების მიერ ხელმოწერილი „ქართული ქარტია“ და დარჩება თუ არა უცვლელად ყველა ხელმოწერა ზურაბიშვილის შეთავაზებულ დოკუმენტზე – სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.