სალომე ზურაბიშვილის განცხადება - შეფასება

აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველი გუნდი ამჯერად საქართველოს პრეზიდენტის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ საკუთარი განცხადებებით სტრატეგიულ პარტნიორობას აზიანებს.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია ქვეყნის ინტერესებს აღარ იცავს და გლობალური პროექტის ნაწილია.