„ქართული ოცნება“ ხვალ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ევროპის მოედანზე დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ აქცია სათანადოდ ორგანიზებული არ არის. ოპოზიციაში კი აქციასთან დაკავშირებით მოსაზრებები განსხვავებულია. ნაწილი ხვალინდელ აქციაში მონაწილეობას არ აპირებს, ნაწილი მხოლოდ 20 ივნისს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე გეგმავს დასწრებას. პარტია „გირჩი“ კი ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად კიდევ ერთი, ალტერნატიული შეკრების გამართვას გეგმავს.