სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მისი ქარტიისა და ამ ქარტიით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ევროკავშირის ელჩმა გაიმეორა ქარტიის მიმართ მხარდაჭერა და ის, რომ, როგორც კი დაინახავენ, რომ მოსახლეობამ არჩევნებში გამოთქვა ურყევი ნება, დაუბრუნდეს ევროპას, ყველაფერი ამოქმედდება“. ამის შესახებ პრეზიდენტმა გუშინ ისაუბრა, ქარტიაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების მიმართ სიმპათია ღიად გამოხატა და ამომრჩეველს უთხრა, რომ ამ ოთხი სუბიექტისთვის ხმის მიცემა ქვეყანას ევროპულ ინტეგრაციამდე მიიყვანს.