სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურება

სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, მოლოდინი გამართლდა და ძალიან გახარებულია.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.