პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმერეთის რეგიონს სტუმრობს. ქვეყნის მეთაურმა წყალტუბოში ის ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რომელსაც სამკურნალო ტურიზმის განვითარების რეალური პოტენციალი გააჩნია. ხაზი გაესვა წყალტუბოს, როგორც ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების მნიშვნელობას სამკურნალო ტურიზმის განვითარებისთვის.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რეგიონში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მისი მხარდაჭერით პროცესის გააქტიურების იმედი გამოთქვეს. იმერეთში სტუმრობის მიზანი, რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.
სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოში ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრსაც ეწვია და ბენეფიციარები მოინახულა. დაწესებულება 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ის 7-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს ემსახურება.
ასევე, პრეზიდენტი ოტია იოსელიანის სახლში მივიდა, სადაც მწერლის შვილიშვილის მიერ წარმოებული ღვინო და ლუდი დააგემოვნა და წარმოების ტექნოლოგიას გაეცნო.