სალომე ზურაბიშვილი ადიგენში ამომრჩევლებს შეხვდა

როდესაც ამირჩევენ, ვიქნები მათი პრეზიდენტიც, ვინც დღეს მლანძღავს და უწმაწური სიტყვებით მომმართავს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს ადიგენში, ახალგაზრდულ ცენტრში შეხვდა. ზურაბიშვილის განცხადებით,  ის იქნება შუამავალი ხალხსა და ხელისუფლებას შორის.

დღევანდელ შეხვედრაზე ზურაბიშვილმა კულტურის ცენტრის საჭიროებაზეც ისაუბრა და ადგილობრივებს ამ მიმართულებით მუშაობას დაჰპირდა.