გარესამყაროს მოწყვეტილ ორ სოფელს, გლოლასა და შოვს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.
დილიდან დაიწყო სოფელ ლანგვანთაში ჩამოშლილ ხიდზე ორი სექციის სამონტაჟო სამუშაოები. დროებითი გადასასვლელი მოეწყო ქუთაისი ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 128-ე კმ-ზე და შესაძლებელი გახდა სამუშაოების დაწყება 129-ე კმ-ზე. რაც შეეხება საკაოს ხეობას, სოფელ ხიდეშლებთან დამაკავშირებელ გზაზე, მძიმე ტექნიკის გამოყენებით დაიწყება იმ ერთადერთი ხიდის მონტაჟი, რომელიც ხეობის ორ სოფელს ქალაქ ონთან აკავშირებს. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება მოძრაობა სოფელ ჟამიერეთის მიმართულებით. უგზოობის პერიოდში აღნიშნულ სოფელში მოსახლეობისათვის საკვების და საჭირო ნივთების მიწოდება მაშველების დახმარებითა და საბაგირო გზის გამოყენებით ხდებოდა.