გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
პროცესში ჩართულია მძიმე ტექნიკა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. სტიქიის ზონაში რჩებიან გეოლოგებიც. ძლიერი წვიმის შედეგად გააქტიურებული მეწყრული პროცესები ახლა რეგიონში მთავარი გამოწვევაა. სპეციალისტების რეკომენდაციით რამდენიმე სოფელში ათეულობით ოჯახს საცხოვრებელი სახლების დროებით დატოვება უწევს. იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ ალტერნატიულ ფართს სთავაზობს, მოსახლეობის ნაწილი სახლების დატოვებაზე მაინც უარს აცხადებს.
ბოლო მონაცემებით, უსაფრთხო ადგილზე უკვე 100-ზე მეტი ოჯახია გადაყვანილი.