ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. მსახურებას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად უძღვებოდა. წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას მეუფე შიომ ყურადღება დღევანდელი თარიღის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ტაძარში შეკრებილებს რწმენის სიმტკიცისაკენ მოუწოდა.