სამების საკათედრო ტაძარში დღეს საკვირაო წირვა მეუფე შიომ ჩაატარა. წირვის დასრულების შემდეგ კი, მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე შიოს განცხადებით, დღეს ეკლესია პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამებს მოიხსენიებს, ასევე მოციქულთა სწორებს – მირიან მეფესა და დედოფალ ნანას. მეუფე შიომ სამების ტაძარში ქადაგებისას, საუკუნო ცხოვრებასა და ღმერთის შემეცნებაზე გაამახვილა ყურადღება.