საკვირაო წირვა და ქადაგება სამების საკათედრო ტაძარში. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს პატრიარქის მოსაყდრემ მიმართა. მეუფე შიო სამების ტაძარში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. „ვევედროთ უფალს, რომ ჩვენში სუფევდეს ისეთი სულიერი განწყობა და მოქმედებდეს ისეთი კანონმდებლობა, რომ აღარ განმეორდეს სიწმინდის ისეთი შეურაცხყოფა და მკრეხელობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ“, – განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას.