ტრადიციული საკვირაო წირვა და ქადაგება სამების საკათედრო ტაძარში. მსახურებას კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო უძღვებოდა. წირვის დასრულების შემდეგ, მან ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. ყურადღება გაამახვილა ნათლისღების წინა კვირის მნიშვნელობაზე, ასევე ისაუბრა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამინმა, რათა ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს.