სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვა მეუფე დანიელმა ჩაატარა.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სასულიერო პირმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ერთმანეთის მიმართ უანგარო სიყვარულის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მეუფე დანიელის თქმით, სწორედ სიყვარულია ის ძალა, რომელიც ცოდვების მონანიებაში გვეხმარება.